რუსეთთან როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი შემცირდა – რამ განაპირობა 5 თვეში ვაჭრობის შემცირება?

რუსეთთან როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი შემცირდა – რამ განაპირობა 5 თვეში ვაჭრობის შემცირება?

2024 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის იანვარ-მაისის მონაცემებით, ქვეყნის 8 მილიარდ 432 მილიონი დოლარის ღირებულების სავაჭრო ბრუნვაში რუსეთს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში, თურქეთის შემდეგ 11.9%-იანი წილით მეორე ადგილი უკავია.

იანვარ-მაისის პერიოდში საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 5.3%-ით 1 მილიარდ 004 მლნ დოლარამდე შემცირდა. კლება განპირობებულია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის შემცირებით. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთთან ექსპორტ-იმპორტი 5 თვის ჭრილში პანდემიურ 2020 წელს შემცირდა, რის შემდეგაც დინამიკა დადებითი იყო.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი 2.9%-ით შემცირდა და 273 მლნ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, რუსეთმა უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში 12%-იანი წილით ყირგიზეთისა და ყაზახეთის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა. თუმცა ეს რეიტინგი ძირითადად პირველ ორ ქვეყანაში ავტომობილების რეექსპორტის მაღალი მაჩვენებლითაა განპირობებული, რაც რუსეთში მიმდინარე წლებს ფაქტობრივად განულებულია. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივ ექსპორტში რუსეთი საექსპორტო ქვეყნების სათავეშია და მხოლოდ ადგილობრივად წარმოებული საქონლის რეალიზების მაჩვენებელს თუ შევხედავთ, 5 თვეში რუსეთში ქართული ნაწარმის ექსპორტი მხოლოდ 0.9%-ითაა შემცირებული.

მთლიანი ექსპორტის სტატისტიკაშიც, რეალიზებული საქონლის ჩამონათვალში პირველ ადგილებს ადგილობრივი წარმოების პროდუქტები იკავებენ. ამასთან რუსეთში ექსპორტის კლების ერთ-ერთი ფაქტორი ფეროშენადნობების რეალიზების მკვეთრი შემცირება და მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ფაქტობრივად განულებაა [2023 წლის 5 თვე $41 მლნ, 2024 წლის 5 თვე – $21 ათასი] .

იანვარ-მაისში რუსეთში ექსპორტირებული TOP-5 საქონლის ჩამონათვალი ასეთია:

  1. ყურძნის ნატურალური ღვინოები – $104.5 მლნ, 38 661 ტონა;
  2. სპირტიანი სასმელები – $55.9 მლნ, 14 720 ტონა;
  3. მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე – $32.8 მლნ, 59 964 ტონა;
  4. მინერალური და დაგაზიანებული წყლები შაქრის დანამატებით – $23.2 მლნ, 27 252 ტონა;
  5. ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები დამზადებული ან დაკონსერვებული – $9 მლნ, 1 314 ტონა;

რაც შეეხება იმპორტს, რასაც რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი წილი უკავია. წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან რუსეთში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 730 მილიონ 978 ათასი დოლარი გავიდა, რაც წლიურად 6.2%-იანი კლებაა. 6 მილიარდ 158 მილიონდოლარიან იმპორტში, რუსეთზე 11.9% მოდის და უმსხვილესი ქვეყნების რეიტინგში ის თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.

იმპორტის კლება ისეთი საქონლის შეძენის შემცირებამ განაპირობა, როგორიცაა მაგალითისთვის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელიც საქართველოსთვის რუსეთიდან იმპორტის მიხედვით უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში შედის. იმპორტირებული პროდუქტის TOP-5-ეული კი ასეთია:

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $210.8 მლნ, 274 575 ტონა;
  2. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – $97.4 მლნ, 369 761 ტონა;
  3. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – $29.2 მლნ, 47 843 ტონა;
  4. ხორბალი და მესლინი – $24.4 მლნ, 101 473 ტონა;
  5. ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები – $18.6 მლნ, 47 782 ტონა.

გარდა ამისა ამ პერიოდში შევიძინეთ კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, მზესუმზირის ზეთი, ცოცხალი ღორები, შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები, პურ-ფუნთუშეული, ფქვილი და ა.შ.

მსგავსი სიახლეები

თბილისსა და ბაკურიანში ზამთრის ოლიმპიადისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ ფაზაშია

თბილისსა და ბაკურიანში ზამთრის ოლიმპიადისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ…

“2025 წელს საქართველო უმასპინძლებს ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, რისთვისაც ბაკურიანში შენდება ბიატლონის ინფრასტრუქტურა, ხოლო თბილისში – ყინულის სასახლე. პროექტირებისა და სამუშაოების…
ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა

ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ასევე, შექმნილია სტაბილური გარემო ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის…
“ნებისმიერ დროს მზად ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის” – პრემიერი

“ნებისმიერ დროს მზად ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის” – პრემიერი

“ნებისმიერ დროს მზად ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების…